
ქალაქ ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობას საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD), ევროკავშირისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ჯამში - 350 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეფასებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გამწმენდი სისტემების დანერგვა არის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ქვეყნის ეკოლოგიურად მდგრადი განვითარების, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 2025-2026 წლებში 24-საათიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებითა და სრულად განახლებული წყალარინების ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე წლის ბოლოდან, ოთხივე სოფლის მოსახლეობა - ჯამში 8 600 ბენეფიციარი, 24 - საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
სერვის ცენტრი
ქალაქი
აბონენტი