ისტორია
შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ შეიქმნა
2010 წლის 14 იანვარს. კომპანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელით მომსახურებას
ახორციელებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ურბანული ტიპის დასახლებებისთვის ქ. თბილისის,
ქ. მცხეთის, ქ. რუსთავისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა. კომპანიის სტრუქტურაში
შედის სათაო ოფისი, 6 რეგიონული ფილიალი და 53 სერვისცენტრი. სულ კომპანიაში დასაქმებულია
2400 მდე თანამშრომელი. აქედან 60% დასაქმებულია ექსპლუატაციის სფეროში, 24% საფინანსო
სფეროში, ხოლო 16% ადმინისტრირების სფეროში. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.
კომპანიის ძირითადი საქმიანობაა: წყლის მოპოვება, დამუშავება და მიწოდება აბონენტებისათვის;
წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის პროექტირება, მშენებლობა, მონტაჟი, შეკეთება
და ექსპლუატაცია; წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ელემენტების წარმოება-შეკეთება.
მისია
კომპანიის მისიაა
კომპანიის სამოქმედო ტერიტორიაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების სრულყოფილად ფუნქციონირება; წყლის შესაბამისი ხარისხი; ოპერირების პროცესის ოპტიმიზაცია უზრუნველყოფა; მომხმარებელთა კმაყოფილების ინდექსის ზრდა; დარიცხვისა და ამოღების პროცესის ოპტიმიზაცია; ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება; ფინანსური მენეჯმენტის სისტემის დანერგვა; გამრიცხველიანების პროცესის დასრულება; GIS -ის სისტემის სრულყოფა; შესაბამისი ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთებების მომზადება; წყლის დანაკარგების აღმოფხვრა; ელექტროენერგიაზე გაწეული ხარჯების შემცირება; გარემოს დაცვითი ღონისძიებების გატარება; საკადრო რესურსების მართვის პოლიტიკის განხორციელება; ტრენინგ ცენტრის ფუნქციონირება.
მიზანი
კომპანიის მიზანს წარმოადგენს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და
მშენებლობა; წყლის ხარისხის შენარჩუნება და
გაუჯობესება; ავტოპარკის და სპეც. ტექნიკის ბაზის მოდერნიზაცია; დარიცხვისა და ამოღების პროცესების სრულყოფა; გამრიცხველიანება; წყლის დანაკარგის აღმოფხვრა;
ეკონომიკური და ტექნიკური დასაბუთების შექმნა;
საკადრო რესურსების მართვის სრულყოფილი სისტემის დანერგვა; გარემოს დაცვით ნორმებთან
კომპანიის საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა; ელექტროენერგიის ეკონომიკის უზრუნველყოფა;
ფინანსური მდგომარეობის გაძლიერება და ფინანსური მენეჯმენტის სისტემის სრულყოფა.