ახალი ამბები rss

ფოთის მოსახლეობა სუფთა სასმელ წყალს მიიღებს
3 თებერვალი, 2012

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ფოთში საინვესტიციო პროგრამის გარემოზე ზემოქმედების პროექტი განიხილა.

პროექტი მიზნად ისახავს ფოთის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობისა და მაგისტრალური საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობას. შეხვედრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად  ადგილობრივი მოსახლეობა და ქალაქ ფოთის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის მიერ არის დაფინანსებული და ხორციელდება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა დაპროექტდება გერმანული სტანდარტების (DWA) შესაბამისად.

პროექტის განხორციელების შემდეგ ფოთის მოსახლეობა მაღალი ხარისხის სამელ წყლს შეუფერხებლად იიღებს და ასევე გასუფთავდება ჩამდინარე წყლები .

 

რეგიონებში წყალმომარაგების კომპანიის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება
25 იანვარი, 2012

        საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ქუთაისში, გაერთიანებული წყალმოარაგების კომპანიის მომსახურების ახალი ცენტრები  და რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

აღნიშნულ ცენტრი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და საშუალებას მისცემს აბონენეტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს კიდევ ერთი  ახალი საინფორმაციო ცენტრიც გააცნო, რომელიც ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს და რომელსაც ცენტრალურ ოფისში არსებული სერვის ცენტრის ანალოგიური ფუნქცია აქვს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავას განცხადებით, მსგავსი საინფორმაციო ცენტრები ქვეყნის მასშტაბი სხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. ამით წყალმომარაგების კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია გამარტივდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად შეამოწმა ახალ საინფორმაციო ცენტრში მომსახურების ხარისხი. ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერიც მოეწყო, რათა კომპანიაში მოსული აბონენტი საკუთარ ჯერს კეთილმოწყობილ და  კომფორტულ პირობებში დაელოდოს.

 

სამომავლო გეგმების განხილვა
23 იანვარი, 2012

დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის რეგიონების და სერვის ცენტრების მენეჯერები კომპანიის დირექტორს, ირაკლი კვაშილავას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს, ჯამბულ ბაკურაძეს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განიხილეს არსებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და სამომავლო გეგმები. კონკრეტულად საუბარი შეეხო 2012 წელს დაგეგმილი ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ტექნოლოგიების და  ელექტრონული დოკუმენტ-ბრუნვის დანერგვა, საზოგადოებრივი ტუალეტების მშენებლობა. კომპანიის დირექტორმა მნიშვნელოვნად გამოჰყო სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლებიც  წყალმომარაგების პირობებს გააუმჯობესებს რეგიონებში.

 

ახალი დანადგარი წყლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის
12 იანვარი, 2012

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 2012 წლის 11 იანვარს გრანულომეტრიული აპარატი შეიძინა, რომელიც წყლის შემცველი ნაწილაკების რაოდენობის და ზომების დადგენის საშუალებას იძლევა.

აღნიშნული  დანადგარი კომპანიას დაეხმარება წყლის გამწმენდი ნაგებობის ფილტრის და სალექარის რეალური ზომების შერჩევაში, რაც, თავისმხრივ, პროექტირების სრულყოფილად შესრულებაში შეიტანს წვლილს და მნიშვნელოვნად გაზრდის აბონენტებისათვის მიწოდებული წყლის ხარისხს.

 

მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.
10 იანვარი, 2012


დღეს, წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილ და ქვემო-ქართლის გუბერნატორს დავით კირკიტაძეს მარნეულის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები გააცნო.

ყალმომარაგების საკითხი მარნეულში წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე მარნეულის 35 ათასამდე მოსახლე წყალს,  ყოველ მეორე დღეს  4 საათიანი გრაფიკით იღებდა. 

მარნეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში აშენდა წყლის  ერთი სატუმბ სადგური, ხოლო მეორე მშენებლობის პროცესშია. წყლის სათავე ნაგებობაზე მიმდინარეობს სადრენაჟე სისტემის მოწყობა. ასევე, 600კუბურ მეტრიანი რეზერვუარის მშენებლობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარნეულის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან წყალს ყოველდღიურად 7-8 საათიანი გრაფიკით მიიღებს. პროექტზე 30-მდე ადამიანი დასაქმდა, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მოსახლეა.

 

დუშეთი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავიდა
9 იანვარი, 2012
დუშეთის მოსახლეობა სუფთა და გაფილტრულ წყალს ყოველდღიურად, გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი პრეზიდენტის რწმუნებულთან მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ცეზარ ჩოჩელთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ქალაქ დუშეთში ჩატარებული წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოების შეედეგებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

არასტაბილური წყალმომარაგება დუშეთისათვის წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა იყო. მოსახლეობას წყალი 3 დღეში ერთხელ, მხოლოდ 2 საათით მიეწოდებოდა. მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოების შედეგად, დუშეთის მოსახლეობა ყოველდღიურ 8-10 საათიან წყალმომარაგებაზე გადავიდა. სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა.
დუშეთის წყალმომარაგების რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა 20 კმ-მდე წყალმომარაგების ქსელი. განხორციელდა დუშეთის მოსახლეობის სრული გამრიცხველიანება. ჟინვალის სატუმბ სადგურში დამონტაჟდა 3 ტუმბო-დანადგარი. ტუმბო აგრეგატი შეიცვალა ე.წ. "სანახშირის" სატუმბ სადგურშიც და განახლდა ელექტრო-სისტემა, რამაც თავის მხრივ, უზრუნველყო ელექტრო ენერგიის უწყვეტი მიწოდება და წყალმომარაგების რეჟიმის გაუმჯობესება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია
26 დეკემბერი, 2011

დღეს, სასტუმრო "რედისონში" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად 2011 წელს წყალმომარაგებისა და წყალარინების სიტემაში ჩატარებული სამუშაოების შედეგები შეაჯამა.

მოწვეულ სტუმრებს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ ჩატარებული სამუშაოს შედეგები პრეზენტაციის სახით წარუდგინა და 2012 წლის გეგმები გააცნო.

2011 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალმომარაგების სფეროში მასშტაბური სამუშაოები განახორციელა, რის შედეგადაც საქართველოს რეგიონებში წყალმომარაგება საგრძნობლად გაუმჯობესდა. რამდენიმე ათეული მუნიციპალური ცენტრი გადაყვანილი იქნა ყოველდღიურ, ხოლო მუნიციპალიტეტების ნაწილი, უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა.

სწორედ 2011 წელს დაიწყო, აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 500 მლნ. აშშ დოლარის ათვისება. აღნიშნული თანხით ქუთაისის, ფოთის, ზუგდიდის, ანაკლიის, მესტიისა და ურეკის წყლისა და საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება. პარალელურად, ევროპის საინვესტიციო ბანკის ეგიდით წელსვე, დაიწყო 40 მლნ. ევროს ღირებულების სამუშაოების ჩატარება საქართველოს 26 მუნიციპალიტეტში უწყვეტი წყალმომარაგების მიზნით.

რაც შეეხება 2012 წელს, დამდეგი წელი გარდამტეხი წელი იქნება საქართველოს რეგიონებისათვის წყალმომარაგების გაუმჯობესებისა და წყლის მიწოდების ყოველდღიურ რეჟიმზე გადასვლის თვალსაზრისით.

ახალი ტექნიკა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას
22 დეკემბერი, 2011

წყალმომარაგების სისტემებზე არსებული ავარიების გამოვლენა და აღმოფხვრა დღეიდან უფრო ოპერატიულად მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ 15 ერთეული "ფიატის" მარკის ავტომობილი შეიძინა. აქამდე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ბრიგადებს მსგავსი სახის ტექნიკა საკმარისი რაოდენობით არ ჰქონდათ, რის გამოც დაზიანებების აღმოფხვრა გვიანდებოდა. აღნიშნული ავტომობილები ყველა რეგიონულ ფილიალს გადაეცემა. მათი საშუალებით, საავარიო ჯგუფები დაზიანებების გამოვლენა-აღმოფხვრას ოპერატიულად შეძლებენ, რაც კომპანიის მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა აღნიშნა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს, რასაც საქართველოს რეგიონების ყოველდღიური წყალმომარაგება ქვია. 2012 წელი ამ თვალსაზრისით გარდამტეხი წელი იქნება.

ტრეინინგ ცენტრი
17 დეკემბერი, 2011

დღეს, მცხეთაში წყალმომარაგებისა და წყალარინების დარგში დასაქმებული ადამიანებისათვის სპეციალური ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. აღნიშნული ცენტრი  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ორგანიზებით, მცხეთის  მომსახურების ცენტრის ბაზაზე აშენდა. 

ტრენინგ ცენტრში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები თანამედროვე ტექნოლოგიების დაუფლებას და კვალიფიკაციის ამაღლებას შეძლებენ.  სპეციალისტთა გადამზადება, კომპანიის პრიორიტეტების გათვალისწინებით  მოხდება.

ტრენინგ ცენტრის მშენებლობასთან ერთად, მცხეთაში ასევე განხორციელდა 30 ადამიანზე გათვლილი სასტუმროს ტიპის სახლის მშენებლობაც, სადაც რეგიონებიდან ჩამოსული მსმენელები ღამის კომფორტულად გათევას შეძლებენ.  ტრენინგ ცენტრის შენობა და მიმდებარე ტერიტორია მსმენელებისთვის, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების საშუალებას იძლევა.

ტრეინინგ ცენტრი დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა - რამაზ ნიკოლაიშვილმა, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან - ირაკლი კვაშილავასთან  ერთად გახსნა.

წითელი ჯვარის წარმომადგენლობამ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ლაბორატორიული აღჭურვილობა გადასცა
16 დეკემბერი, 2011

დღეს, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და წითელი ჯვარის საერთაშორისო კომიტეტის ურთიერთ თანამშრომლობის ფარგლებში კომპანიას უსასყიდლოდ გადმოეცა 17 632 შვეიცარიული ფრანკის ღირებულების ლაბორატორიული აღჭურვილობა, ქიმიური რეაქტივები და მასალები, რომელიც წყლის ხარისხის მონიტორინგისთვისაა განკუთვნილი.

წითელი ჯვარის წარმომადგენლობასთან შეხვედრისას კომპანიის ხელმძღვანელობამ სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ხელი მოაწერა ლაბორატორიული აღჭურვილობისა და ქიმიური მასალების გადმოცემის ხელშეკრულებას. Aასევე  მომავალი წილიდან დაიგეგმა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მშენებელ-ინჟინერთა ტრეინინგი EPANET-ის საინჟინრო პროგრამაზე.

EPANET-ში სპეციალურად ამ ტრეინიგისთვის წითელი ჯვარის წარმომადგენლობა გეგმავს აღნიშნული პროგრამის სპეციალისტის შვეიცარიიდან მოწვევას. ლექციები რამოდენიმე დღის განმავლობაში ეტაპობრივად ჩატარდება, რის შემდეგაც ინჟინრები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ.