დმანისის მუზეუმ–ნაკრძალს დღეიდან 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება


2011-09-15

დღეიდან დმანისის ზეზვას და მზიას სახელით ცნობილი მუზეუმი სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს.

მუზეომს, მილსადენების სიძველისა და მრავალი დაზიანებების გამო სასმელი წყალი დიდი ხნის განმავლობაში არ მიეწოდებოდა, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა ადმინიტრაციულ ნაწილს, დამთვალიერებლებსა და არქეოლოგიურ ჯგუფებს.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ადგილზევე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და მოკლე ვადებში მთლიანად აღმოფხვრა მილსადენის ხარვეზები.

ქვემო ქართლში მდებარე დმანისის ისტორიული  მუზეუმ–ნაკრძალი  ქვეყნის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს ტურისტული და სანახაობრივი კუთხით. იგი განსაკუთრებით აქტუალური მსოფლიო საზოგადოებისთვის პირველყოფილი ადამიანების, ზეზვას და მზიას აღმოჩენის შემდეგ გახდა. 




სიახლეები