დუშეთში წყალმომარაგების ქსელი ეტაბობრივად იცვლება


2011-09-19

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  ქალაქ დუშეთის შამანაურის ქუჩის მაცხოვრებლებმა დახმარების მიზნით მიმართეს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელი საბჭოთა დროიდან არ გამოცვლილა, რის გამოც ხდებოდა ჟონვები, იკარგებოდა და ბინძურდებოდა სასმელი წყალი.

კომპანიამ ადგილზევე შეისწავლა არსებული მდგომარეობა და უმცირეს ვადებში მოახდინა დაზიანებული, 360მ. სიგრძის მილის გამოცვლა. შედეგად შამანაურის ქუჩის 80–მდე მოსახლე სუფთა სასმელ წყალს მიიღებს. კომპანიამ საკომუნიკაციო სამუშაოები წინმსწრებად, ასფალტის ახალი ფენის დაგებამდე განახორციელა, რითაც ადგილობრივ გამგეობას მთლიანდ მოუმზადა აღნიშნული ტერიტორია.




სიახლეები