დაბა მანგლისში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება


2017-12-01

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, სასმელი წყლის სათავე ნაგებობისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის I ეტაპის სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება. სამუშაოებს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განახორციელებს. 

 საკითხთან დაკავშირებით განკარგულების პროექტი მთავრობის  ხდომაზე მიიღეს.

სამუშაოები ითვალისწინებს ხოზეთის სათავიდან რეზერვუარამდე მაგისტრალური მილსადენის შეცვლას, გოხნარის რეზერვუარისა და წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას სამ ქუჩაზე.

დაბა მანგლისში წყალმომარგების ინფრასტრუქტურა მოუწესრიგებელია. სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და წყალმომარაგების ქსელები ამორტიზებულია, რაც სასმელი წყლის მიწოდების პრობლემას ქმნის. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ ტურისტულ სეზონზე დგას.  მანგლისის მოსახლეობას წყალი  3-6 საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

პროექტის დასრულება უზრუნველყოფს წყლის დებეტის გაზრდას და წყალმომარაგების ქსელში დანაკარგების შემცირებას, შედეგად,  დაბა მანგლისის მოსახლეობას წყლის მიწოდება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება. გარდა ამისა, მოხდება კომპანიის აბონენტების გამრიცხველიანება, რაც უზრუნველყოფს სასმელი წყლის რაციონალურ მოხმარებას.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 589 000 ლარია, სამუშაოები  6 თვეში დასრულდება.




სიახლეები