წყალმომარაგების კომპანია აბონენტებს ზამთრის (ყინვის) პერიოდში რეკომენდაციით მიმართავს


2018-01-05

ზამთრის პერიოდში, წყალსადენი სისტემების გაყინვის თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია ხელმისაწვდომი საშუალებებით დაათბუნოთ, აღრიცხვის კვანძის შემდეგ, თქვენს კუთვნილებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე განლაგებული წყალსადენი ქსელები. რეკომენდაცია ვრცელდება "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" სამოქმედო არეალში არსებულ გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებზე.

ამასთან, 2018 წლის იანვრის თვეში მოსალოდნელი ყინვების პერიოდში, წყალსადენი სისტემების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდირებულია წყლის ონკანი დატოვოთ ღია მდგომარეობაში წყლის მცირე (მინიმალური) ჭავლით. იმ საყოფაცხოვრებო ტიპის აბონენტებს, ვინც ისარგებლებენ მითითებული რეკომენდაციებით - დატოვებენ ონკანს ღია მდგომარეობაში, წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში, დაუკორექტირდებათ დარიცხული თანხა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის #32-ე დადგენილების და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. წარმოდგენილი რეკომენდაცია განსაკუთრებით საყურადღებოა კომპანიის სამოქმედო არეალში არსებული მაღალმთიანი რეგიონების აბონენტებისთვის.

 




სიახლეები