ფარცხანაყანებსა და ქვიტირში წყალმომარაგება გაუმჯობესდა


2011-12-01

საქართველოს გაერთიანებულ წყალმომარაგების კომპანიამ ქვიტირში და ფარცხანაყანებში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა. ამ სამუშაოების შედეგად მოხდა ფარცხანაყანების და ქვიტირის სოფლების გამხოლოება - ქალაქის ცენტრალური მაგისტრალიდან გამოყოფა.

ფარცხანაყანების სათავე ნაგებობიდან ქვიტირის მეორად გადამქაჩ სადგურამდე 18 კმ სიგრძის მაგისტრალურ ქსელზე დაერთებული სოფლების 200-მდე მოსახლეს მრავალი წლის განმავლობაში წყალი შეფერხებებით მიეწოდებოდათ. მიზეზი ქსელში შექმნილი დაბალი წნევა იყო. კომპანიამ დეტალურად შეისწავლა არსებული პრობლემა და შეიმუშავა ამ პრობლემის სალიკვიდაციო ახალი პროექტი. სამშენებლო სამუშაოები 30 ნოემბერს დასრულდა და დღეიდან ქვიტირისა და ფარცხანაყანების მოსახლეობა სასმელ წყალს ყოველდღიურ რეჟიმში 5 საათიანი გარფიკით მიიღებს.
 




სიახლეები