რეგიონებში წყალმომარაგების კომპანიის საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება


2012-01-25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ირაკლი კვაშილავასთან ერთად, ქუთაისში, გაერთიანებული წყალმოარაგების კომპანიის მომსახურების ახალი ცენტრები  და რეაბილიტირებული სკვერი გახსნა.

აღნიშნულ ცენტრი მოსახლეობას ერთი ფანჯრის პრინციპით მოემსახურება და საშუალებას მისცემს აბონენეტებს ოპერატიულად მიიღონ ნებისმიერი სახის ინფორმაცია ქუთაისის წყალმომარაგების სისტემაში არსებული მდგომარეობის შესახებ. წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ირაკლი კვაშილავამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს კიდევ ერთი  ახალი საინფორმაციო ცენტრიც გააცნო, რომელიც ავტოქარხნის დასახლებაში მდებარეობს და რომელსაც ცენტრალურ ოფისში არსებული სერვის ცენტრის ანალოგიური ფუნქცია აქვს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი ირაკლი კვაშილავას განცხადებით, მსგავსი საინფორმაციო ცენტრები ქვეყნის მასშტაბისხვადასხვა რეგიონში გაიხსნება. ამით წყალმომარაგების კომპანიასა და მოსახლეობას შორის კომუნიკაცია გამარტივდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა პირადად შეამოწმა ახალ საინფორმაციო ცენტრში მომსახურების ხარისხი. ქუთაისის ფილიალის მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერიც მოეწყო, რათა კომპანიაში მოსული აბონენტი საკუთარ ჯერს კეთილმოწყობილ და  კომფორტულ პირობებში დაელოდოს.

 




სიახლეები