საგანგებო რეჟიმი


2012-02-08

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ამინდის გაუარესების გამო მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული. კომპანიის ყველა ფილიალის ტექნიკური სამსახური 24 საათიან კონტროლს ახორციელებს, იმისთვის რომ რეგიონების მოსახლეობას წყალი შეუფერხებლად მიეწოდოს.
კახეთის რეგიონში რამდენიმე აბონენტს წყალი ონკანში გაეყინა. იმის მიუხედავად, რომ ინდივიდუალური ქსელის მოწესრიგება კომპანიის კომპეტენციაში არ შედის, ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობას დახმარებას მაინც უწევენ. რაც შეეხება წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალს, პრობლემა ამ დრომდე არ შექმნია. 
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს დაზიანებების შემთხვევაში, დროულად შეატყობინონ ადგილობრივ სერვის ცენტრებს, რათა დაზიანებები ოპერატიულად იყოს აღკვეთილი.

 

 




სიახლეები