გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად ეკატერინე გალდავა დაინიშნა


2018-05-25

 საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ეკატერინე გალდავა უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

2017 წლის აპრილიდან, ეკატერინე გალდავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის პოზიციას იკავებდა. მანამდე იყო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ფინანსურ საკითხებში. 2015 წლამდე კერძო სექტორში საქმიანობდა. სხვადასხვა დროს ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში. 2005-2007 წლებში იყო ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, საბჭოს წევრი.

ეკატერინე გალდავა პროფესიით ეკონომისტია. მაგისტრის ხარისხი მიღებული აქვს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში ( აშშ, ვილიამს კოლეჯი). დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი.

ეკატერინე გალდავამ აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი კობერიძე შეცვალა.

 




სიახლეები