ანაკლიასა და ზუგდიდში სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე იმსჯელეს


2018-07-12

“ქალის როლი წყალმომარაგების სექტორში და სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობა’’ - ეს საკითხები იყო ზუგდიდსა და ანაკლიაში, ადგილობრივ ქალებთან შეხვედრის მთავარი თემა. საინფორმაციო კამპანიას, ურბანული სერვისების გაუმჯობესების პროგრამის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით ახორციელებს.

მსოფლიოს მასშტაბით, 1,7 მილიარდი ადამიანი განიცდის სასმელი წყლის ნაკლებობას და მოსახლეობის ¼ -ს არ აქვს წვდომა ცენტრალიზებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურასთან.

საინფორმაციო კამპანიის მიზანია რეგიონებში მცხოვრები ქალების ცნობიერების ამაღლება - რამდენად აუცილებელია სასმელი წყლის რაციონალურად გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სექტორში გენდერული ასპექტების ინტეგრირების საკითხები, ამ მიმართულებით სხვადასხვა ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებებიც განიხილეს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს სამეგრელოს რეგიონში მიმდინარე პროექტები და კომპანიის ძირითადი საქმიანობაც გააცნეს.




სიახლეები