ახალციხეში ჩასახლებულ დევნილ მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდა


2018-07-25

ახალციხეში, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ობიექტებში, წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული სამუშაო დასრულდა. იძულებით გადაადგილებული ათეულობით ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა მოგვარდა და საყოფაცხოვრებო პირობები გაუმჯობესდა.

დევნილთა უწყვეტი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად, სარეაბილიტაციო სამუშაო გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.

პროექტის ფარგლებში, რუსთაველის ქუჩაზე, წყალმომარაგების ქსელი მოეწყო და 1, 5 კილომეტრიან მონაკვეთზე ძველი მილები ახლით ჩანაცვლდა.

წლების განმავლობაში, აქ ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული პირები, საუბნო ონკანით სარგებლობდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაო გათვალისწინებულ ვადებზე ადრე დასრულდა.




სიახლეები