ქუთაისში, შიდა ქუჩებზე, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია სრულდება


2018-08-01

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ქუთაისში, 80-მდე ქუჩაზე, წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოს ასრულებს. ამ დროისთვის შიდა მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, აბონენტების ახალ ქსელზე გადაერთება და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. სამუშაოები ქუთაისის წყალმომარაგების სისტემის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ამ ეტაპზე, სამუშაოების 70% დასრულებულია.

მშენებლობის ხარისხს მონიტორინგს საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია ,,ეპტისა’’ უწევს.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ კონტრაქტორ და საზედამხედველო კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, მიმდინარე პროექტი ადგილზე დაათვალიერა და  სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ სხვა სამუშაოსაც გაეცნო.

ქალაქის წყალმომარაგების სისტემის მოსაწესრიგებლად 92 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტი 2019 წლის აპრილში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობას სტაბილური წყალმომარაგება ექნება.




სიახლეები