დაბა ასპინძაში 350-ზე მეტი ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა


2018-08-03

დაბა ასპინძაში წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგების მიზნით საქართველოს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ ძირითადი სამუშაოები დაასრულა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის სასმელი წყლის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად ხანდო-ასპინძის 5 კმ-მდე მონაკვეთზე შესაბამისი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა.

პროექტის შედეგად, წყლის დებიტი გაიზარდა, რაც 350-ზე მეტ ადგილობრივ ოჯახს გაუმჯობესებული წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. სამუშაოები გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი რესურსით განახორციელა.

უახლოეს დღეებში, დამატებითი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით ხანდოს სათავე ნაგებობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება.




სიახლეები