წყალმომარაგების კომპანიამ პროექტების მენეჯერის 10 პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა


2018-08-08

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებში არსებულ ვაკანსიებზე კონკურსი ცხადდება.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის შემდეგ, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ კონკურსი პროექტების მენეჯერის 10 პოზიციაზე გამოაცხადა. შერჩეული კანდიდატები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების ფარგლებში, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით დასაქმდებიან.   აღნიშნული ვაკანსიებთან დაკავშირებით ინფორმაცია უკვე განთავსდა www.jobs.ge  -სა და კომპანიის ვებ-გვერდზე www.water.gov.ge .

კონკურსი ჩატარდება გამჭირვალობის და სამართლიანობის პრინციპის დაცვით, შერჩეული კანდიდატები კომპანიაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ დაინიშნებიან.

პროცესი ხელს შეუწყობს პროფესიონალი კადრების შერჩევას, მაღალკვალიფიციური და კონკურენტუნარიანი პერსონალის მოზიდვას, რომელთა ჩართულობაც მნიშვნელოვანი იქნება კომპანიის განვითარებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის.




სიახლეები