ქ. ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახისთვის სასმელი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა


2018-09-06

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალიტეტებში წყალმომარაგება-წყალარინების შიდა სისტემების მოწესრიგებას აქტიურად განაგრძობს.

ამჯერად, სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა ქ. ცაგერის წყალმომარაგების სათავე ნაგებობაზე, რომელიც მაღალმთიან მეწყრულ ზონაში მდებარეობს და 2014 წლიდან არ ფუნქციონირებდა.

ზაფხულის სეზონის დადგომისთანავე ადგილობრივ მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში 7 კმ სიგრძის მონაკვეთზე დაზიანებული და მოძველებული მილები ახლით ჩანაცვლდა. მოეწყო ხუთი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამ ჰაერგამშვებ სარქველს.

სამუშაოების დასრულების შედეგად ქალაქის წყალმომარაგების პრობლემა მოგვარდა. ცაგერში მცხოვრები 800-მდე ოჯახი და 106 იურიდიულ აბონენტი წყალმომარაგებას სტაბილურად მიიღებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ცაგერის სერვის-ცენტრის ძალებით განხოციელდა.




სიახლეები