დიდთოვლობის გამო სიღნაღის მოსახლეობა სასმელ წყალს შეფერხებით მიიღებს


2012-12-17

დიდთოვლობის გამო მწყობრიდან გამოვიდა და დაზიანდა სიღნაღის ნასომხარის'სატუმბო სადგურზე არსებული N1 ჭაბურღილის ტუმბო-დანადგარი. აღნიშნული პრობლემის გამო 24-საათიან რეჟიმში მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდება შეწყდა.
ადგილზე მობილიზებულია სიღნაღის სერვის-ცენტრი და წყალმომარაგების კომპანიის რეგიონული ფილიალის საავარიო ბრიგადები, თუმცა უამინდობის გამო ხეობაში, სადაც დამონტაჟებულია ტუმბო-დანადგარი, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო ტექნიკის გადაადგილება ვერ ხერხდება.
"მიუხედავად სერიოზული პრობლემისა, ვცდილობთ სიღნაღის მოსახლეობის 80%-ს შეუფერხებლად, 24 საათის განმავლობაში მივაწოდოთ სასმელი წყალი, ხოლო დარჩენილი 20% 14-16 საათის განმავლობაში იღებს წყალს. უახლოეს დღეებში ჭაბურღილის მუშაობა აღდგება და სიღნაღის მოსახლეობა, ჩვეულ რეჟიმში, 24-საათიანი გრაფიკით მიიღებს სასმელ წყალს", - განაცხადა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონულმა მენეჯერმა ფარნა მაყაშვილმა.
 




სიახლეები