კომპანიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა


2013-03-29

წყალმომარაგების კომპანიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში დღეიდან ამუშავდა ცხელი ხაზი 93 00 00.  ცხელი ხაზი იქნება უფასო და კომპანიის აბონენტებს მოემსახურება 24 საათის განმავლობაში.

მოსახლეობა ცხელი ხაზის მეშვეობით მიიღებს ინფორმაციას სასმელი წყლის მიწოდებასთან დაკავშირებით ნებისმიერ საკითხზე ,  ასევე წყალმომარაგების კომპანია მოახდენს დაუყოვნებლივ რეაგირებას ცხელ ხაზზე შემოსულ ნებისმიერ პრობლემაზე რომელიც აბონენტებს შეექმნებათ.  

ცხელი ხაზის ამუშავებაზე მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება  ფლაერები, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე იმ რეგიონებში, ეროვნული უმცირესობები ცხოვრობენ.

კომპანიის ცხელი ხაზი წარმოადგენს შუამავალ რგოლს აბონენტსა და კომპანიის სხვა სამსახურებს შორის, მისი მიზანია მაქსიმალურად იყოს დაცული აბონენტის უფლებები და ოპერატიულად გადაწყდეს ნებისმიერი პრობლემა რომელიც აბონენტს შეექმნება.  მომსახურების ხარისხის ამაღლება ასევე ითვალისწინებს აბონენტებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდებას, განხილვას და გადაწყვეტის ორგანიზებას.

ცხელ ხაზზე მოქმედებს სპეციალური პროგრამა, რომელიც საშუალებას იძლევა დაფიქსირდეს და ოპერატორთან  ჩაიწეროს მოსახლეობიდან შემოსული ზარები, რომლებიც დაარქივდება. პროგრამა მოიცავს ოთხ მოდულს :

1.ბილინგი (ინფორმაცია აბონენტზე)

2. ახალი მიერთება

3. ინციდენტი (ტექნიკური მხარე, ავარიები) რომლებიც დაუყოვნებილივ გადაეცემა შესაბამის სამსახურს რეაგირებისათვის.

4. სხვა (საკითხები, რომლებზედაც რაიმე გასარკვევია და ვერ ხერხდება პასუხის გაცემა პირველივე ზარზე)

ჩვენი კომპანიის ცხელ ხაზში დასაქმებულია ხუთი ოპერატორი, რომლებსაც გავლილი აქვთ სპეციალური ტრენინგი.




სიახლეები