წყალმომარაგების სფეროს განვითარების პროგრამის მონაწილეებს ავსტრიელი ექსპერტები გადაამზადებენ


2018-11-14

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინიციატივით ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე საგანმანათლებლო პროგრამა ამოქმედდება. ერთწლიანი პროექტის ფარგლებში წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში კომპანიის თანამშრომლებსა და ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, საერთაშორისო ავსტრიული კომპანია ‘’SETEC Engineering GmbH & Co. KG’’ -ის და ვენის ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტი - Universität für Bodenkultur Wien (Austria/Austria) - ს ექსპერტები გადაამზადებენ.

თანაშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ და კომპანი „SETEC Engineering GmbH & Co. KG“ მმართველმა დირექტორმა, გერჰარდ ზიმერლმა.

პროგრამის მონაწილეები წყალმომარაგება-წყალარინების სფეროში   გაივლიან როგორც თეორიულ კურსებს, ასევე დაეუფლებიან პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსა და გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების პრინციპებს.

პროექტის მიზანია სამომავლოდ შექმნას სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს წყალმომარაგების სფეროში დაინტერესებული ახალგაზრდა კადრების გადამზადებას, დარგის სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებას. ასევე, დარგის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და განვითარებას.




სიახლეები