შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ აცხადებს კონკურსს ახალი სათავო ოფისის პროექტირებაზე


2013-07-01

 შპსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიააცხადებს   კონკურსს ახალი სათავო ოფისის საინჟინრო -საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე და იწვევს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ყველა დაინტერესებულ პირს.

შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება: შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 125 000 (ასოცდახუთი ათასი) ლარს.

არქიტექტურული კონცეფცია და მისი შინაარსი წარმოადგენს ძირითად პირობას საუკეთესო კონკურსანტის გამოსავლენად. კონკურსანტმა, კონცეფციის განმარტებით ბარათში უნდა წარმოადგინოს დასაბუთება, სადაც განხილული იქნება არქიტექტურული გადაწყვეტის ძირითადი იდეა, პრინციპი და ა.შ

საკონკურსო წინადადების შეფასება და გამარჯვებული კონკურსანტის გამოვლენა განხორციელდება 10 ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: არქიტექტურული კონცეფცია - ესკიზური პროექტი, საკონკურსო წინადადების ფასი, კონკურსანტის გამოცდილება, პროექტის განხორციელების ვადა.

კონკურსანტებმა საკონკურსო წინადადება დალუქული პაკეტით უნდა წარმოადგინონ 2013 წლის 08 ივლისის 12:00 საათამდე, შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი ვაჟა-ფშაველას გამზ. N76ბ, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ ცენტრალური ოფისი, მე-2 სართული, შესყიდვების დეპარტამენტი.

დამატებიტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:

http://contest.procurement.gov.ge/?act=2&cid=1659




სიახლეები