კომპანიის მენეჯმენტის ტრეინინგი გერმანიაში


2013-07-24

 „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა“ და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში, შედგა ტოპ მენეჯმენტის ტრენინგ კურსები წყლის კომპანიების მართვის საკითხებში ლაიფციგში, კომპანია „ზაქსენ ვასერში“  (Sachsen Wasser), 2013 წლის 11 ივლისიდან 20 ივლისის ჩათვლით.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან კურსებს ესწრებოდნენ: კომპანიის დირექტორი, დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში, დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში, მრჩეველი ადმინისტრაციულ საკითხებში, რომელთაც ჩაუტარდათ სასწავლო კურსები შემდეგ თემებზე: მომხმარებლის მნიშვნელობა წყლის კომპანიისთვის, წყლის კომპანიის და მომხმარებლის უფლებები და მოვალეობები და ტრანსფორმაციის პროცესი ბილინგის და შემოსავლების დეპარტამენტში. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მიიღეს შესაბამისი სერთიფიკატები.

კურსების ფარგლებში ჩატარდა კომპანია „ზაქსენ ვასერი“ - ს და მისი შვილობილი კომპანიის  KWL - ს (რომელიც წარმოადგენს ქალაქ ლაიფციგის საკუთრებას და ემსახურება 15 მუნიციპალიტეტს ლაფციგის გარშემო) გაცნობითი ხასიათის შეხვედრა, ასევე ლაიფციგის წყალმომარაგების ისტორიის გაცნობა .

ასევე კურსების ფარგლებში შედგა ორი ობიექტის მონახულება: Canitz-ის საფილტრი სადგური, რომელიც უმსხვილესია ლაიფციგში და 1892 წლიდან ემსახურება ქალაქს და როზენტალის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, რომელიც 1894 წლიდან ემსახურება ქალაქს და 1990 წელს ჩაუტარდა მოდერნიზაცია.

გრანტის ფარგლებში, მომავალში დაგეგმილია კომპანიის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლების ტრენინგები ევროპაში.

 




სიახლეები