კომპანიის თანამშრომლებმა „სასმელი წყლის ტრანსპორტირება და განაწილება“ სემინარში მონაწილეობა მიიღეს


2013-09-18

USAID - ის პროგრამის „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში (INRMW)  ფარგლებში ქ. ბათუმში სემინარი „სასმელი წყლის ტრანსპორტირება და განაწილება“ ჩატარდა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის  მენეჯმენტთან ერთად სემინარში მონაწილობდნენ საშუალო და ქვედა რგოლის მენეჯერები.

ტრენინგის პროგრამა მომზადდა Glows კონსორციუმის პარტნიორის იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტის (UNESCO-IHE) მიერ, სალექციო კურსს უძღვებოდა  იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ნემანია ტრიუფანოვიჩი. 3 დღიანი სემინარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:1) წყალმომარაგების ქსელის ტიპები და ამოცანები; 2) ქსელის საიმედოობის შეფასება, 3)მაღალწნევიანი ნაკადების ჰიდრავლიკური ოპერირება, 4)გამანაწილებელი ქსელის კომპიუტერული მოდელირება, 5) ქსელში წყლის დანაკარგების მართვა.სემინარის ყველა  მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერთიფიკატები.

USAID - ის პროგრამას „ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა საქართველოს წყალშემკრებ აუზებში (INRMW) საქართველოში GLOWS-ის კონსორციუმი ახორციელებს.  პროგრამის მიზანია აუზური მართვის მოდელის დამკვირება მდინარეების ალაზანი, იორის და რიონის საპილოტო ტერიტორიებზე.




სიახლეები