სენაკში მცხოვრებ დამატებით 100 ოჯახს ზაფხულიდან უწყვეტი წყალმომარაგება ექნება


2019-02-05

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია სენაკში დამატებით 100 ოჯახისთვის უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში 5-კილომეტრამდე მონაკვეთზე ახალი ქსელი კეთდება, რაც წყალმომარაგების პრობლემას სრულად აღმოფხვრის.   სამუშაოები ზაფხულში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

აღმაშენებლის ქუჩაზე ქსელის არარსებობის გამო, მოსახლეობას ცენტრალიზებული წყალმომარაგება არასოდეს ქონია. აღნიშნული ქუჩის მაცხოვრებლები დღემდე წყლის ჭებით სარგებლობენ.

სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდა 500 000 ლარამდეა გამოყოფილი.

ამ დროისთვის, სამეგრელოს-ზემო სვანეთის რეგიონში 9 ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. წყალმომარაგებისა და წყალარინების თანამედროვე ინფრასტრუქტურა შენდება ზუგდიდში, ფოთში, ჯვარში, აბაშაში, მესტიასა და ანაკლიაში. მასშტაბური სამუშაოების ჯამური ღირებულება 430,525,932 ლარია.




სიახლეები