ასპინძაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება


2013-12-05

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ქუთათელაძემ და  მშენებლობის და  საპროექტო დეპარტამენტების   ხელმძღვანელებმა ქალაქ ასპინძაში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ასპინძის გარდა რეაბილიტაცია მიმდინაროებს სოფელ  ნიჯგორსა და აწყვიტაში, პროექტის ფარგლებში, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს ძველი სათავე ნაგებობის, რეაბილიტაციას, დამატებით ახალი წყალმომარაგების ქსელის მოწყობას, ასევე მაგისტრალური მილსადენების, არსებული რეზერვუარების რეაბილიტაციას და  ერთი ახალი რეზერვუარის მშენებლობას. აგრეთვე დაგეგმილია, აწყვიტა ნიჯგორის დასახლების შიდა გამანაწილებელი ქსელების მოწყობა.

ქ.ასპინძას, სოფელი ნიჯგორისა და აწყვიტას წყალმომარაგების რეაბილიტაცია დაიწყო 2012 წლის 25 ივლისს, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, რომლის ღირებულებაც შეადგენს 1,825,254 ლარს.

პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, რომელის შედეგადაც ქ. ასპინძას სასმელი წყალი ყოველდღიურად 8  საათის განმავლობაში ექნება.

 

 




სიახლეები