სტიქიის მიერ მწყობრიდან გამოსული წყალმომარაგების სისტემის 80% უკვე აღდგენილია


2013-12-10

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გაცნობებთ, რომ დასავლეთ საქართველოში განვითარებულმა სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა მაღალი ძაბვის ელექტროსადენები, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწდა წყალტუბოს, ჭიათურის, თერჯოლისა და ვანის მუნიციპალიტეტების წყალმომარაგების სისტემებს. შესაბამისად, შეფერხდა აბონეტთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა.

მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ამ დროისთვის ვანისა და ჭიათურის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი უკვე მიეწოდება. დღის ბოლომდე წყალმომარაგება აღდგება თერჯოლის მუნიციპალიტეტში. რაც შეეხება წყალტუბოს, დაზიანების მაღალი ხარისხის, აღდგენითი სამუშაოების სრთულისა და მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე წყალმომარაგება სავარაუდოს 2 დღეში განახლდება.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს  შეფერხებისათვის.




სიახლეები