თიანეთში წყალმომარაგების შიდა ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო


2014-02-19

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“,  დაბა თიანეთის წყალმომარაგების რეაბილიტაციისთვის 131.875 ლარს დახარჯავს.

პროექტი, რომელიც თებერვლის თვეში დაიწყო თიანეთის 5 ქუჩის გამანაწილებელი ქსელების რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობის წყალმომარაგება მოხდება ახალი ქსელების საშუალებით, ხოლო ძველი ამორტიზირებული ქსელები  მთლიანად გაუქმდება, შესაბამისად შემცირდება დაზიანებები და წყლის დანაკარგები, მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება უწყვეტი წყალმომარაგებით.




სიახლეები