ქუთაისში, საგზაო სამუშაოებისას დაზიანებული წყლის ქსელების რეაბილიტაცია ამ წუთებში მიმდინარეობს


2019-04-08

ქუთაისში, გ.ტაბიძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოების დროს წყალმომარაგების მაგისტრალური მილსადენი რამდენიმე ადგილას დაზიანდა.  

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ წყლის დიდი ნაკადის დინებისა და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების დატბორვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება დროებით შეუზღუდა. აღნიშნულთან დაკავშირებით აბონენტებს SMS შეტყობინებები უკვე გაეგზავნათ.

ამ დროისთვის, ადგილზე მუშაობს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის–ცენტრის ტექნიკური სამსახურის საავარიო ჯგუფი, რათა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა და აბონენტებს წყალმომარაგება აღუდგეთ.

8 აპრილს 20:00 საათიდან - 9 აპრილის 17:00 საათამდე წყლის მიწოდება შეეზღუდა შემდეგი ქუჩების მაცხოვრებლებს: გველესიანი, ბოჭორიშვილი, ბესიკი, ზ.გამსახურდია, დავით აღმაშენებელი, ი.ჭავჭავაძე, დია ჩიანელი, მელიქიშვილი, თავისუფლება, ფხაკაძე, შარტავა, შმიდტი, სოხუმი, ჭუმბურიძე, გამარჯვება, იმედაძე, კაკაბაძე, საიათნოვა, ნუცუბიძე, შავგულიძე, ვეტერანები, ჩხეიძე, გიორგი ბრწყინვალე, ინგოროყვა, რობაქიძე, ზესტაფონი, ლადო ასათიანი, მგალობლიშვილი, დავითაშვილი, სინაური, გვანცელაძე, ნინოშვილი, ფარნავაზ მეფე, მესხიშვილი, ჯანელიძე, ჩეხოვი, ნაფეტვარიძე, ქანთარია, ზ.ანჯაფარიძე, ამაშუკელი, ფიროსმანი, ერისთავი, მჭედლიძე, ნამგალაძე, მარჯანიშვილი, ს.მესხი, რუსთაველი.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.




სიახლეები