არჩილ ცაბუტაშვილი შვედური კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა


2014-04-15

 15 აპრილსსაქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისდირექტორი არჩილ ცაბუტაშვილი, შვედური კომპანიების  „Sweco“და„Wylem”-ის  წარმომადგენლებს შეხვდა. „

აღნიშნული კომპანიები აწარმოებენ ტუმბო აგრეგატებს და წყალმომარაგების სისტემის თანამედროვე ტექნოლოგიურ დანადგარებს. მათ საწარმოები გააჩნიათ ევროპის რამოდენიმე ქვეყანაში.

შვედური კომპანიები აგრეთვე აღორციელებენ წინასწარი პროექტების შესწავლას და სხვადასხვა შენობა-ნაგებობების პროექტირებას.

შეხვედრაზე  შვედურმა მხარემ „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან“ თანამშრომლობისა  და კომპანიის მასშტაბით დაგეგმილ სამშენებლო სარეაბილიტაციო პროექტებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. შვედური კომპანიის წარმომადგენლებმა წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა მაისის თვეში, ქალაქ მიუხენში დაგეგმილ საერთაშორისო გამოფენაზე მიიწვიეს, სადაც მათ მიერ წარმოებული დანადგარების და წყალმომარაგების თანამედროვე ტექნოლოგიების  გამოფენა მოეწყობა.

 




სიახლეები