მოსწავლეების საინფორმაციო ტური ქ.ბორჯომში


2014-06-30

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მხარდაჭერით პროექტ „მხიარული სტარტების“ გამარჯვებული გუნდი გაემგზავრა ქ. ბორჯომში ექსკურსიაზე. 
მარნეულის #6-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მშობლებთან ერთად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სათავე ნაგებობას ესტუმრნენ. ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა წყალმომარაგების პროცესის, როგორც ვიზუალურ, ასევე დეტალურ გაცნობას. კერძოდ, თუ რა გზას გადის სასმელი წყალი მიწის წიაღიდან ონკანამდე.
მოსწავლეებმა, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერეს ჭაბურღილების, წყლის შემკრები საკანი, ქლორის დოზირების აპარატურა და ლაბორატორია.
"მხიარული სტარტები“ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერის მიზნით ხორციელდება და მისი მიზანია, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და შემეცნებით-გასართობი შეჯიბრების მეშვეობით, მოზარდ თაობაში სპორტისა და ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა. პროექტში ჩართული არიან სკოლები სხვადასხვა რეგიონიდან.
„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ პროექტის პარტნიორი და მხარდამჭერია.




სიახლეები