ქ. ტყიბულის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება


2014-07-08

ვიცე პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკურ დირექტორ გიორგი კობერიძესთან და ტყიბულის მაჟორიტარ ელისო ჩაფიძესთან ერთად ტყიბულში იმყოფებოდა სადაც მოსახლეობას  წყალმომარაგების გაუმჯობესების მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები  გააცნო.

„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ და ”საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა” ტყიბულში განახორციელა სასმელი წყლის ინფრასტრუქტურული  პროექტი, რომლის ფარგლებში განხორციელდა 14 კმ. წყალსადენის მაგისტრალური გამანაწილებელი ქსელის,  2 რეზერვუარის და გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია. სამუშაოები დასრულების სტადიაზეა, შედეგად ტყიბულში შემცირდება წყლის დანაკარგები და უზრუნველყოფილი იქნება წყალმომარაგების სტაბილური რეჟიმი. პროექტი დაფინანსებულია ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ და მისი ღირებულება 1,5 მლნ ლარზე მეტია.

აღსანიშნავია,  რომ დამატებით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად 2014 წელს იწყებს ახალ, მეტად მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ფინანსდება  და მისი ღირებულება 4 მლნ  ლარამდეა.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება, თანამედროვე ტექნოლოგიის საფილტრი სადგურის მშნებელობა, 5 სამარაგო რეზერვუარის რეაბილიტაცია ასევე მაგისტრალური და 17 კმ გამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია.

პროექტი 2016 წელს დასრულდება და შედეგად ტყიბულის მოსახლეობა ნაცვლად 8-10 საათიანი  გრაფიკისა, სასმელი წყალი 17 -20 საათი ექნება. ასევე პროექტის შედეგად უზრუნველყოფილი იქნება წყლის მაღალი ხარისხი.




სიახლეები