თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი


2014-07-18

,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები დასრულდა. ”ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო სისტემის” 2 თვიანი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ სერთიფიკატები კომპანიის 21 თანამშრომელს გადაეცა. 
”ბუღალტერთა მომზადების ცენტრის” და ”ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის” პროფესორ ეკა ლომსაძის ხელმძღვანელობით, ტრეინინგის ფარგლებში 27 სალექციო კურსი ჩატარდა. მონაწილეებს პერიოდულად უწევდათ შუალედური გამოცდების ჩაბარება, ხოლო კურსის დასრულების შემდეგ თითოეულმა მათგანმა ჩააბარა საბოლოო გამოცდა. სასწავლო ხარჯები მთლიანად ” საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ” დაფარა.




სიახლეები