საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს თანამშრომლების გადამზადებას


2014-08-18

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აგრძელებს თანამშრომლების გადამზადებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. დღეს კომპანიის ტრეინინგ ცენტრში რეგიონის ტექნიკური სამსახურის უფროსების და მექანიკოსების ტრეინინგი გაიმართა, რომელიც შრომის უსაფრთხოების, ექსპლუატაციის წესების, ელექტროენერგიის აღრიცხვის მონიტორინგის მნიშვნელობის, სატუმბი სადგურების ტუმბო აგრეგატების ტექნიკური მახასიათებლების მოვლა -პატრონობის, სატუმბი სადგურების უსაფრთხოების ნორმების საკითხებს მოიცავდა. მონაწილეებმა შესრულებული სამუშაოების შედეგებიც განიხილეს და ამასთანავე ახალი ამოცანებიც დასახეს.




სიახლეები