წყალმომარაგების კომპანიამ შვეიცარელ სტუდენტებს უმასპინძლა


2014-09-12

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახალგაზრდა ჰიდროტექნიკოს ინჟინერთა ასოციაციასთან ერთად უცხოელ სტუმრებს მასპინძლობს. სტუდენტთა ჯგუფი საქართველოს, შვეიცარიიდან, ETH -ს (Swiss Federal institute of technology Zurich) უნივერსიტეტიდან ეწვია და ბორჯომ/ბაკურიანის უნიკალური წყლის გამწმენდი ნაგებობების მონახულების სურვილი გამოთქვა. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა მათ აღნიშნული ნაგებობები დაათვალიერებინეს და თავიანთი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს. 
ბორჯომის და ბაკურიანის საფილტრე სადგურები წარმოადგენენ წყლის გამწმენდ ნაგებობას, მათი ძირითადი ელემენტებია: 
1. ე.წ. ”უხეში ფილტრები ”, რომლებიც აკავებს ფოთლებს, ტოტებს და სხვა არაორგანულ ნარჩენებს. 
2. სალექრები, სადაც მიმდინარეობს შეწონილი ნაწილაკების გამოლექვა.
3. ულტრაიისფერი დასხივება, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ბაქტერიების სრულ გაუვნებელყოფას.
4. ქლორირება, რომელიც უზრუნველყოფს წყლის ბაქტერიოლოგიურ უსაფრთხოებას.
ამ ყველა პროცედურის გავლის შემდეგ ბორჯომის და ბაკურიანის მოსახლეობა იღებს 24 საათიან ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო წყალს.




სიახლეები