წყალმომარაგების კომპანიამ მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა


2014-09-15

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პაპუნა მარგველიძესთან ერთად, ქალაქ ამბროლაურის საჯარო სკოლის პირველ კლასელებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრად სასკოლო ჩანთები და წყლის თერმოსები გადასცეს. აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნულ სკოლას წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი სახსრებით წყალმომარაგების ქსელი მოუწესრიგა.




სიახლეები