პოლონელი და ქართველი სტუდენტებისთვის ინფო-ტური მოეწყო


2019-10-07

სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ პოლონელი და ქართველი სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო ინფო-ტური მოაწყო.

კომპანიის დირექტორმა, ეკატერინე გალდავამ, თანამშრომლებთან ერთად, პოლონეთის ბიალისტოკის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების წყალმომარაგების მიმართულების სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ურეკში, ჩამდინარე წყლების თანამედროვე სტანდარტებით აშენებული ახალი გამწმენდი ობიექტი დაათვალიერებინა და ტექნოლოგიური მუშაობის პროცესები გააცნო.

აღნიშნული ობიექტის მშენებლობა კომპანიამ ახლახან დაასრულა. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი გამწმენდი ნაგებობა ერთ-ერთი პირველია რეგიონში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის დაცვით, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით   წლის ბოლოდან განახორციელებს.

სასწავლო ვიზიტის მიზანია ახალგაზრდებს და დაინტერესებულ პირებს გააცნოს საქართველოში წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით დანერგილი თანამედროვე ობიექტების მუშაობის სპეციფიკა და გაუზიარონ არსებული პრაქტიკა.

კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, რომლის ფარგლებში სტუდენტები თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებსაც ეუფლებიან.




სიახლეები