მარნეულში ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაიწყება


2019-10-21

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მარნეულში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობას იწყებს.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, ზაზა სიხარულიძემ და გამარჯვებული კონტრაქტორი კომპანიის ,,ტოშიბა და ინ-სი’’-ს ერთობლივი საწარმოს წარმომადგენელმა, ზვიად თოიძემ.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი 25 270 000 ლარით დააფინანსებს.

პროექტის ფარგლებში აშენდება თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი წყალარინების გამწმენდი ნაგებობა. ობიექტი, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ჩამდინარე წყლების წმენდას სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით განახორციელებს და მარნეულისა და ბოლნისის მოსახლოებას მოემსახურება.

აღნიშნულ ქალაქებში არ არსებობს ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობები. პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და მნიშვნელოვნად შეამცირებს   გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს რეგიონში.




სიახლეები