მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები ფოთში


2015-07-08

ქალაქ ფოთში აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს.  პროექტის ღირებულება 21 მილიონ ლარზე მეტია. მისი დასრულების შედეგად ფოთში მცხოვრები 18 000 ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, ნიკოლოზ ქიზიყურაშვილმა, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მშენებლობის ხარისხი შეამოწმა. 

წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად ფოთში მცხოვრებ 18 000 ოჯახს, 70 ათასზე მეტ ადამიანს წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ პროექტის დასრულების შემდეგ  გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში მოხდება 4 ახალი რეზერვუარის, სატუმბი სადგურის და მაგისტრალური მილსადენი მშენებლობა, დასრულებულია წყლის გამწმენდი ნაგებობის პროექტირებაც. მშენებლობაზე 50 ადამიანია დასაქმებული, სამუშაოები 2016 წელს დასრულდება. 
 




სიახლეები