წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ქუთაისში


2015-07-14

ქალაქ ქუთაისში წყალმომარაგების კუთხით მასშტაბური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მონიტორინგის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოებს, დღეს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები კომპანიის ხელმძღვანელ ნიკოლოზ ქიზიყურაშვილთან ერთად გაეცნენ.

პროექტი აზიის განვითარების ბანკის დაფინასებით მიმდინარეობს და მისი ღირებულება 27 მილიონ ლარზე მეტია. წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის შედეგად ქუთაისში მცხოვრებ 56 ათასზე მეტ ადამიანს წლების განმავლობაში არსებული წყალმომარაგების პრობლემა მოუგვარდება, კერძოდ პროექტის დასრულების შემდეგ გაუმჯობესდება, როგორც წყლის ხარისხი, ასევე წყლის მიწოდების გრაფიკი. პროექტის ფარგლებში  ვაჟა-ფშაველას ტერიტორიაზე 3 ახალი რეზერვუარიდან 2 რეზერვუარის მშენებლობა უკვე დასრულდა, პარალელურად მიმდინარეობს სატუმბი სადგურისა და თეთრამიწას დასახლებაში ახალი რეზერვუარების მშენებლობა. კლდიაშვილის რეზერვუართან სატუმბი სადგურის მშენებლობა, ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელების მოწყობა სიგრძით 52 კმ. პროექტი, რომლის ფარგლებშიც 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა 2016 წელს დასრულდება.
 




სიახლეები