ქუთაისის ისტორიაში პირველად, 200 ათასი ადამიანი უწყვეტ წყალმომარაგებაზე გადავიდა


2020-03-22

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, აზიის განითარების ბანკის (ADB) მარდაჭერით ქუთაისის წყლის სისტემის მშენებლობის მეორე ფაზა დაასრულა.

პროექტის განორციელების შედეგად, ქალაქის ისტორიაში პირველად, 200 ათასი მაცხოვრებელი 24 საათიან წყლის მიწოდებაზე გადავიდა.

პროეტქის ფარგლებში აშენდა გოდოგანზე  ორი და  მუხნარში ერთი რეზერვუარი. ასევე,  მოეწყო სამი სატუმბი სადგური. გაკეთდა 18 კმ წყლის მაგისტრალური მილსადენი და 300 კმ შიდა გამანაწილებელი ქსელი.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს 80 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.




სიახლეები