ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის სტუმრობა


2015-12-16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ევროპის საინვესტიციო ბანკის მისია ეწვია.  

კომპანიის ხელმძღავნელმა უცხოელ სტუმრებთან ერთად  24 ქალაქში, წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე სამუშაოების ხარისხი და ობიექტებზე არსებული ვითარება განიხილა. 
მხარეებმა ასევე, ქუთაისის კანალიზაციის სისტემისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაგეგმილ პროექტზე ისაუბრეს, რომელზეც 100 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულება უკვე გაფორებულია. 
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 24 ქალაქში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი უკვე გამოყო. დაფინანსების მიზანია საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და  სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება.
 




სიახლეები