წყალმომარაგების სფეროს რეგულირების თემაზე შეხვედრა გაიმართა


2016-02-18

დღეს, სასტუმრო „Rooms Hotel Tbilisi“-ში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ორგანიზებით,  კერძო და საჯარო სექტორებს შორის წყალმომარაგების სფეროს რეგულირების თემაზე დიალოგი გაიმართა. 

დიალოგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ნუგზარ კევლიშვილმა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ , AECOM-ის რეგიონულმა დირექტორმა დავით ნიკურაძემ, კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი’’-ს (GWP) გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ,  ქ.  თბილისის მერიის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკი) და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა. 

შეხვედრის მონაწილეებმა წყალმომარაგების სფეროს განვითარების პერსპექტივები, არსებული სატარიფო და საკანონმდებლო რეგულაციები, ასევე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები განიხილეს.




სიახლეები