საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორად გიორგი კობერიძე დაინიშნა


2016-05-25

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას გიორგი კობერიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის შესახებ ბრძანებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. 

გიორგი კობერიძე 2003-2007 წლებში სწავლობდა ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე, 2014-2015 წწ იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, 2013 -2014 წწ იყო საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე ტექნიკურ და ოპერირების საკითხებში, მანამდე კი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილე კომერციულ საკითხებში, 2005 -2012 წწ მუშაობდა შ.პ.ს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”(GWP) -ში სხვადასხვა საკვანძო თანამდებობაზე.
გიორგი კობერიძემ თანამდებობაზე ნუგზარ ხუციშვილი შეცვალა, რომელიც კომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად 2016 წლის 9 თებერვალს დაინიშნა და ამ მოვალეობას დღემდე ასრულებდა. 
 




სიახლეები