სოფელ კურდღელაურის მცხოვრებთა ნაწილს წყალმომარაგების პრობლემები სასმელი წყლის სამეურნეო მიზნებისთვის გამოყენების გამო შეექმნა


2020-06-10

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია თელავში, სოფელ კურდღელაურის მოსახლეობის სტაბილური წყალმომარაგებისთვის   1200 აბონენტს, ყოველდღიურად, არსებული ორი რეზერვუარიდან, 1000 ტონამდე წყალს აწვდის.

თუმცა, იმის გამო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სასმელ წყალს იყენებს სამეურნეო მიზნებისთვის, პრობლემები ექმნება მაღალ ადგილებში მცხოვრებ 30-40 -მდე ოჯახს.

ერთ კვირაში, წყალმომარაგების კომპანიის მიერ მრიცხველის კვანძის გადალუქვის   სამუშაოს დასრულების შედეგად, შემცირდება სასმელი წყლის არარაციონალური მოხმარება და მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს წყლის სტაბილური მიწოდებით.  

მრიცხველის კვანძების გადალუქვის სამუშაოების დასრულებამდე კი კომპანია ოჯახებისთვის წყლის მიწოდებას წყალმზიდების საშუალებით განაგრძობს.




სიახლეები