ჭიათურის 24 საათიანი წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება


2016-10-26

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე, ჭიათურაში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კომპანიის ხელმძღვანელმა, მოსახლეობას ჭიათურის წყალმომარაგების სისტემის ინფრასტრუქტურული პროექტი გააცნო, რომლის სამუშაოების დაწყებაც რამდენიმე თვეში იგეგმება.

ჭიათურის მოსახლეობას წყალი დღემდე სხვადასხვა გრაფიკით მიეწოდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მაცხოვრებლები 24 საათიანი, სტაბილური წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილი.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სრულიად ახალი სათავე ნაგებობა: შემკრები რეზერვუარი და ჭაბურღილები. ასევე აშენდება საქლორატორო სადგური.

შეხვედრისას, კომპანიის ხელმძღვანელმა მოსახლეობას ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელსაც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში ახორციელებს. ასევე ისაუბრა კომპანიის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე.

 

 




სიახლეები