გიორგი კობერიძემ ვანის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები დაათვალიერა


2016-11-10

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში წყალმომარაგების სისტემის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

პროექტის ფარგლებში, ქ. ვანის რამდენიმე ქუჩაზე და სოფელ სალხინოში, ჯამში 7 000 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ახალი ქსელი მოეწყო. აღნიშნულ მონაკვეთზე წყლის ახალი მილები განთავსდა და სრულად მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე ცენტრალური მაგისტრალიდან აბონენტებისთვის წყლის ინდივიდუალურად შეყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულების შემდეგ ვანის რამდენიმე ქუჩის და სოფელ სალხინოს ათეულობით ოჯახი 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.
აღნიშნულ დასახლებებს, წყალმომარაგების ქსელის არარსებობის გამო წყალი წლების განმავლობაში არ მიეწოდებოდა. არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად ინფრასტრუქტურული სამუშაოები, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საკუთარი სახსრებით განახორციელა.




სიახლეები