ბაღდათის მოსახლეობას გაუმჯობესებული წყალმომარაგება ექნება


2016-11-16

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ ქ.ბაღდათში, წყალმომარაგების ინფრაქტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

პროექტის ფარგლებში ბაღდათში, თოდაძის ქუჩაზე, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რეზერვუარის მილსადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ მონაკვეთზე ამორტიზებული ქსელის გამო, დიდი რაოდენობით წყალი იკარგებოდა, რის შედეგადაც ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს წყალი შეფერხებით მიეწოდებოდა. ასევე, ზიანდებოდა გზის სავალი ნაწილი.

არსებული პრობლემა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების შემდეგ მოგვარდება და ბაღდათის ათეულობით ოჯახი გაუმჯობესებული წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. სამუშაოები, რომლისთვისაც გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ 200 000 ლარზე მეტი ფინანსური რესურსი გამოყო ნოემბრის ბოლოს დასრულდება.




სიახლეები