გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებს შეხვდა


2016-12-18

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი გიორგი კობერიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა.

სამუშაო შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებთან ერთად, ის მიმდინარე პროექტები მიმოიხილა, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართევლოს რეგიონებში ახორციელებს.
მხარეებმა ასევე, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის პროექტის პირველი და მეორე ფაზების შესახებ იმსჯელეს და 2017 წლის გეგმები განიხილეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკს საქართველოს ქალაქებში პროექტების განსახორციელებლად ჯამში 180 მილიონი ევროს ფინანსურის რესურსი აქვს გამოყოფილი.
შეხვედრას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.




სიახლეები