დაბა ფასანაურში წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს


2020-08-17

წყალმომარაგების კომპანია ტურსტულ ზონებში წყლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მიმდინარე წელს გათვალისწინებული გეგმის მიხედვით აგრძელებს. ამჯერად, დაბა ფასანაურის სტაბილური და ხარისხიანი წყალმომარაგებისთვის ახალი სისტემების მოწყობა დაიწყო.

მიმდინარე სამუშაოებს წყლამომარაგების კომპანიის დირექტორი, გიგა მანდარია ადგილზე გაეცნო.

,,კურორტი მდიდარია სამკურნალო შუამთის კლიმატითა და მინერალური წყლებით. გამომდინარე აქედან, ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობა ყოვლწლიურად იზრდება. ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც არსებული სისტემის განახლებას გულისხმობს. ასევე, მოხდება მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია და სათავე ნაგებობებზე რეზერვუარების მშენებლობა. ამჟამიდნელი მდგომარეობით, ფასანაურის მოსახლეობა სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს. თუმცა, მოძველებული და ამორტიზებული ინფრასტრუქტურის გამო, ადგილზე საკმაოდ ხშირია დაზიანებები. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ წყალმომარაგების პირობების გაუმჯობესებას, როგორც ადგილობრივისთვის, ისე ჩამოსული სტუმრებისთვის,"- განაცხადა ფასანაურში მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ გიგა მანდარიამ

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიუდან 2 მილიონ ლარამდე ფინანსდება. პროექტის დასრულების შემდეგ 1 200-მდე ადამიანი და ტურისტები 24 საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.




სიახლეები