წყალარინების ახალი სისტემის მშენებლობა ზუგდიდში



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა გიორგი კობერიძემ და გერმანული კომპანია ,,Ludwig Pfeiffer“-ის გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ სეიდლერმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ზუგდიდის წყალარინების ქსელების მშენებლობის შესახებ. პროექტი ითვალისწინებს წყალარინების სატუმბი სადგურის მშენებლობასა და 178 კმ-ი წყალარინების ქსელის მოწყობას.